საფეხბურთო კლუბ Levante UD-ის წარმომადგენლების საქართველოში სტუმრობას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საუბარია კლუბის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საფეხბურთო კლუბი Levante UD საქართველოში ტალანტების ძებნას იწყებს. სინჯები მომავალ კვირაში ჩატარდება.
„თუ ფეხბურთი გიყვარს, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო! ქოჩორას მხარდაჭერით, ხავი და ლევანტე საქართველოში მოდიან ახალი ტალანტების მოსაძებნად! გელოდებით ორშაბათს და სამშაბათს, 2006-დან 2011 წელს დაბადებულებს, რათა გვაჩვენო შენი შესაძლებლობები და მიიღო ლევანტეს სტიპენდია! https://campus.levanteud.com/georgia/
მეგობრებო მალე შევხვდებით საქართველოში, ქოჩორას მიერ გაწეული დიდი ძალისხმევის შედეგად!
დიდი მადლობა ჩვენი მოგზაურობის უზრუნველყოფისთვის @ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.