ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა. ის მსოფლიოში ერთადერთი ქალია სპორტსმენია, რომელმაც მეათე ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. ნინო სალუქვაძემ 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში 277 ქულა დააგროვა, 39-ე ადგილი დაიკავა და პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. ფინალურ ეტაპზე საუკეთესო შედეგების მქონე რვა სპორტსმენი გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძემ 10 მეტრი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაშიც იასპარეზა, 562 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერც ამ დისციპლინაში შეძლო.
ნინო სალუქვაძის ოლიმპიური დებიუტი 1988 წელს სეულში შედგა. მან 25-მეტრიან დისტანციაზე – ოქროს, 10 მეტრზე სროლაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ცნობილი მსროლელი 2008 წელს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ათმეტრიან დისტანციაზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი პირველი დედა-შვილი იყო, რომლებმაც ოლიმპიადაზე ერთად იასპარეზეს.