შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და პარლამენტის წევრები 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.

 

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. პარლამენტის წევრებმა დაღუპულთა ოჯახების წევრებს მიუსამძიმრეს.

 

სამოქალაქო პანაშვიდზე პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.

16 იდენტიფიცირებული პირიდან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა. 4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.