10 და 12 აგვისტოს ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 აგვისტოს 02:00-დან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში მე-20 და 21-ე მიკრორაიონებში, შარტავას, ლეონიძის, ჩერკასკის, ქუთაისის, ლესელიძის ქუჩებზე.

12 აგვისტოს 08:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში თამარისი, ქვემო და ზემო არქევანი, ქოლაგირი, ცურტავი, ახალი დიოკნისი, ალავარი, ხატავეთი, ფარიზი, ალავარი, მამხუტი.

12 აგვისტოს 10:00-დან 10:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომარეთი, იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ველისპირი, განახლება, სარკინეთი, საჯა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ზემო და ქვემო კარაბულახი, პირველი სალამალეიქი, უსეინქენდი, მამიშლარი, ახალი და ძველი გოდაგდაგი, ახა.

12 აგვისტოს 15:00-დან 17:00 საათამდე  –  აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის ირაგა, ჭივჭავი, ალექსეევკა, ძველი და ახალი სამღერეთი, ივანოვკა, იფნარა, ნავთიანი, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.