15 აგვისტოს,ქვემო ქართლის რეგიონში,მათ შორის რუსთავშიც ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 11:00-დან 11:15 საათამდე და 17:45-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მერვე მიკრორაიონში კორპუსების ნაწილს და მე-15 საჯარო სკოლას;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში 8-ე მიკრორაიონის კორპუსების ნაწილს, სუპერმარკეტ გრანდვეჯინსა და შარტავას ქუჩაზე 12/34 ნომერში არსებულ ახალ კორპუსს;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ქვემო სარალი, შულავერი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, მამიშლო, ბაზაქლო, საფარლო და მიმდებარე სოფლებში;

17:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში აკაურთა, ზვარეთი, რატევანი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.