16 აგვისტოს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯანდარი, კაპანახჩი, ლეჟბადინი, მარაბდა, ბორბალო და მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:30-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტოს სოფლებში განთიადი, დიდი და პატარა დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა, ბოსლები, ჯავახი, კაკლიანი, ვარდისუბანი, ტნუსი, უკანგორა.

11:30-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში მამხუტი, ტალავერი, მუხრანა.

12:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში წინწყარო, ქოსალარი, ქსოვრეთი, გოლთეთი, არნაუთი.

12:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, მუხროვანი, სააკაძე, ახალსოფელი. 14:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, ყარაჯალარი, გაჩიანი, აღთაკლია და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.