ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ბრეთი და ბაშკოვი;
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში წინუბანი, დიდი ლილო, მარტყოფი, ნასაგური და მიმდებარე სოფლებში;
18:50-დან 19:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ავრანლო, აშკალა, კიზილ-კილისა, გუმბათი, ბურნაშეთი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.