22 აგვისტოს ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნი სრაიონის სოფელბში ქესალო, ნაზარლო, აზიზბეკოვი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისში ფალიაშვილის, პეტრიწის, კახიძის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, საფარლო, გუგუთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ბარეთი, ბაშკოვი და მიმდებარე სოფლებში;

11:15-დან 18:15 საათამდე აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის, მცხეთის და ტოლსტოის ქუჩის ნაწილს და საბავშვო ბაღს ტოლსტოის ქუჩაზე;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მანგლისში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.