საზამთროთი შენიღბული 5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ამფეტამინი – კალიფორნიის საბაჟო პუნქტშო მეტამფეტამინი აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი, რომელიც კომერციულ ტრაილერს მართავდა, პარასკევს მექსიკიდან აშშ-ში შესვლას ცდილობდა. მამაკაცმა ოფიცრებს განუცხადა, რომ საზღვარზე საზამთროს ტვირთი გადაჰქონდა.
პირველ კონტროლ პუნქტის შემდეგ, ოფიცრებმა მძღოლი, ავტომობილი და ტვირთი გადასამოწმებლად გაგზავნეს.
გადამოწმების დროს, სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს 1,220 შეფუთვა, რომელიც საზამთროს პრინტის შესაბამის ქაღალდებში იყო გახვეული.
შეფუთვებში არსებული ნივთიერების გადამოწმების შედეგად, იდენტიფიცირებულ იქნა 4,587 ფუნტის წონის ამფეტამინი. ნარკოტიკული ნივთიერების ღირებულება 5 მლნ დოლარს აღემატება.
29 წლის მამაკაცი შემდგომი გამოძიებისთვის აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების გამოძიების ბი