ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2024“ აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2024“ აღინიშნა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2024“ ძველმა გერმანულმა უბანმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნო კუთხეები, ატრაქციონები. ასევე, გაიმართა ქუჩის კარნავალი ანიმაციური გმირების მონაწილეობით.
ბოლნისქალაქობაზე სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ტრადიციულად, დღის ბოლოს დაიწურა ყურძენი. ღონისძიების ბოლოს გაიმართა ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
სახალხო დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ზვიად ბოლქვაძე ბენდთან და ნეკა სებისკვერაძესთან ერთად, ასევე ჯგუფი ,,შერეკილები“.
„ბოლნიქალაქობას“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, კომპანია ,,არემჯის“ კორპორაციული დირექტორი კახაბერ მჭედლიშვილი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის საელჩოების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაული ბოლნისქალაქობა პირველად 2017 წელს აღინიშნა.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის კულტურული მრავალფეროვნების, ტრადიციების წარმოჩენასა და ბოლნისში ტურისტული პოტენციალის გაზრდას ისახავს მიზნად.