სოხუმის დაცემის დღიდან 31 წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების უფროსის მოადგილესთან, მევლუდ ბარლიანთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა მემორიალთან ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწიათ.
,,დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ზუსტად 31 წლის წინ, 13-თვიან ომს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება და აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკარგვა მოჰყვა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 3 გმირულად დაიღუპა, 13 კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ეს ადამიანები ჩვენი დროის გმირები არიან და, რა თქმა უნდა, ამ მეომრების თავდადებას ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. დღეს, სწორედ მათ მივაგებთ პატივს და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ამ გმირების თავდადება მომავალ თაობებსაც გადავცეთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა