სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის შემოდგომის სემესტრის სწავლის დასაფინანსებლად, განცხადებების მიღება მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
განცხადება;
დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (შშმპ შემთხვევაში);
ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აქტიური სტუდენტის აკადემიური მოსწრების (ქულების შეფასების), გადასახადის რაოდენობისა და მისი დაფარვის ვადის შესახებ;
ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) საბანკო რეკვიზიტების მითითებით აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან.
სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა გულისხმობს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე საბაკალავრო/სამაგისტრო სტუდენტების სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას 700 ლარის ოდენობით.
სტუდენტებმა სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.