სართიჭალაში ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა სოფელ სართიჭალაში ახალი რეკრეაციული სივრცე მოსახლეობასთან ერთად საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

პროექტის ფარგლებში, მოხდა ტერიტორიის გამწვანება, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ველობილიკი, სკეიტ პარკი, სატრენაჟორო სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. სკვერი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

პროექტის ჯამური ღირებულება 980 000 ლარს აღემატება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.