სუპერტაიფუნ „იაგის“ გამო ვიეტნამში სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.
BBC ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რომ სულ მცირე 44 დაღუპულის სიცოცხლე მეწყერს შეეწირა.
„იაგი“ – წლის ყველაზე მძლავრი შტორმი აზიაში, ვიეტნამს შაბათს დაატყდა თავს. ამ დროისთვის ის უკვე ტროპიკული დეპრესიის კატეგორიამდე დაიყვანეს, თუმცა მან მაინც გამოიწვია ძლიერი წყალდიდობა და მეწყრები. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 203 კილომეტრს აღწევდა.
ვიეტნამამდე „იაგი“ ჩინეთსა და ფილიპინებზე მძვინვარებდა. ფილიპინებზე სტიქიას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, ჩინეთში კი 400 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.