ქართველი პარაძიუდოისტი ლაშა ყიზილაშვილი პარიზის პარალიმპიადის ბრინჯაოს მოპოვების შანსს ინარჩუნებს

ქართველი პარაძიუდოისტი ლაშა ყიზილაშვილი პარიზის პარალიმპიადის ბრინჯაოს მოპოვების შანსს ინარჩუნებს
პარიზის პარალიმპიური თამაშების მეოთხედფინალური შეხვედრა გამართა ქართველმა პარაძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა (90 კგ, კატეგორია J2). მან ორთაბრძოლა ფრანგ ელიოს ლაჩუმანაისთან დათმო და პარალიმპიადის ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟის გავლით გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ყიზილაშვილმა პირველ შეხვედრაში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა. ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.