ავარია ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე – ერთმანეთს 4 ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე – ჩაქვის მონაკვეთზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო. ამ დროისთვის, მოძრაობა აღდგენილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.