ახალი სასწავლო წლის დაწყება, რუსთავის მერიამ ახალგაზრდებს ,,ჯგუფ ,,ურსას” კონცერტით მიულოცა
მერიის კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ორგანიზებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში ,,შემოდგომის დღეები” ჯგუფ ,,ურსას” კონცერტით გაიხსნა.
სადღესასწაულო კონცერტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნებიდან” ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, დაესწრნენ.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებს სცენიდან მიულოცა.
რუსთავის ცენტრალურ პარკში უკვე ჩატარდა ,,შემოდგომის კინო-კვირეული”, რომლის ფარგლებშიც, ღია ცის ქვეშ პოპულარული ფილმების ჩვენება მოეწყო