ბერლინში უეფას ეროვნული ვაჟთა ნაკრები გუნდების მწვრთნელებისა და ტექნიკური დირექტორების რიგით მე-14 კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და გერმანიის, პორტუგალიის და საფრანგეთის ნაკრები გუნდების მწვრთნელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში, მონაწილეობას იღებდა სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, როგორც უეფას აღმასრულებელი კომიტეტის და უეფას ფეხბურთის კომიტეტის წევრი. ასევე სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე.