ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენებთან შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსთან, გაგა ცალუღელაშვილთან, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ჯუნჯი ვაკუისთან და ოფისის წარმომადგენელთან, კონსტანტინე წერეთელთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
დავით შერაზადიშვილმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის პოტენციალი გააცნო. ასევე, ისაუბრა განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მხარეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში რძის წარმოების გაუმჯობესების მიმდინარე პროექტზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.