გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ახლადრეაბილიტირებულ, ევროპული სტანდარტების შესაბამის სკოლაში დაიწყეს

16 სექტემბერს, საჯარო სკოლებში 2024-2025 სასწავლო წელი დაიწყო.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ხმალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გამარჯვების საჯარო სკოლას ესტუმრნენ. მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და პირველკლასელებს მთავრობის საჩუქარი, პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ახლადრეაბილიტირებულ, ევროპული სტანდარტების შესაბამის სკოლაში დაიწყეს.

2024-2025 სასწავლო წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს 1 200 პირველკლასელი ეყოლება.