გარდაბნის ცენტრალურ პარკში ,,ახალგაზრდული ფესტივალი 2024” ჩატარდა

გარდაბნის ცენტრალურ პარკში  ყველაზე მხიარული, მუსიკალური, ფერადი, თავგადასავლებით აღსავსე ახალგაზრდული ფესტივალი 2024 ჩატარდა.

სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო საფესტივალო სივრცეები

ახალგაზრდული ფესტივალის სტუმრების წინაშე მუსიკალური ბენდი „სტატუსი“ წარსდგა.

ხოლო საღამო ტრადიციისამებრ დიჯეიმ  და გრანდიოზულმა ფოიერვერკმა დაასრულა.