გარდაბნის ცენტრალურ პარკში ღონისძიება – ”სპორტი ჯანსაღი ცხოვრებისათვის” გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურებოდა, მოწვეული იყვნენ წარმატებული სპორტსმენები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი შატაკიშვილი და ზაურ დარგალი.
აღნიშნული ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.