დღეიდან საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო.
2024-2025 წელს რუსთავის ბაღებში 3600მდე აღსაზრდელი ჩაირიცხა.
მუშაობა განაახლა ბაგა-ბაღების 19 ფილიალმა, 4 ფილილაში რეაბილიტიცია მიმდინარეობს.
რუსთავის ბაგა-ბაღებში ბავშვებს გახსნის ღონისძიებით, მუსიკითა და ბუშტებით შეხვდნენ.
აღსანიშნავია,რომ რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, ბაგა-ბაღების ყველა ფილიალს ახალი სათამაშოები გადაეცემა.
შეძენილია 250 ათასი ლარის, 61 სახეობის სათამაშო.
შეძენილი ინვენტარი აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალით არის დამზადებული.
აღსანიშნავია,რომ რუსთავში ბაგა-ბაღების სათამაშოებით შევსება-განახლების პროცესი ამით არ დასრულდება და 2024-2025 სააღმზრდელო წელს კვლავ იგეგმება.