იანვარ-ივნისში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621).

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ბუნებრივი მატების ყველაზე მაღალი უარყოფითი მაჩვენებელი იმერეთში იყო და -1 512 ადამიანს შეადგენდა; სამეგრელო-ზემო სვანეთში იყო -1 094 ადამიანი; კახეთში -628; შიდა ქართლში -416 ადამიანი; გურია -324 ადამიანი; სამცხე-ჯავახეთი -286 ადამიანი; მცხეთა-მთიანეთი -263 ადამიანი.

ამავე პერიოდში რეგისტრირებულია ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევა.