იოსებ ბაღათურია ქართული ჭიდაობის ტურნირს დაესწრო

იოსებ ბაღათურია ძლევიჯვარში ქართული ჭიდაობის ტურნირს დაესწრო
სოფელ ძლევიჯვარში ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის შოთა ხაბარელისა და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი მოეწყო ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ. ტურნირს ასევე ესწრებოდნენ შოთა ხაბარელი და ნიკოლოზ შერაზადაშვილიც.
შოთა ხაბარელის სახელობის საჭიდაო არენაზე გამართულ ტურნირში 120 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის ჩემპიონები და პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
გამარჯვებულებსა და პრიზიორებს მედლები, თასები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. ტურნირი სლავა შერაზადიშვილის ორგანიზებით ჩატარდა.