მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს – ლუკა ლოჩოვილი

“დაძაბულ ბრძოლას ველი. ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია. მეტოქე შევისწავლეთ და ვეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩეხეთთან თამაშს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში შევხვდით ერთა ლიგას. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ და დადებითი შედეგით დავასრულებთ ამ შეკრებას” | ამბობს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი.
 დღეს, ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩი ალბანეთის დედაქალაქში, ტირანაში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.