ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა მერიის იმ 25 თანამშრომელს სერტიფიატები გადასცეს

რუსთავის მერიაში მუნიციპალური სერვისების რეფორმის ახალი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

 

ტრენინგ მოდულებს, რუსთავის მერია, რეფორმების ფარგლებში შექმნილი სამსახურის- მუნიციპალური სერვისების განვითარების ცენტრის მეშვეობით ამუშავებს და თანამშრომლების ტრენინგ კურსებსაც თავადვე უზრუნველყოფს.

 

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა მერის მოადგილეებთან ერთად, სერთიფიკატები, რუსთავის მერიის იმ 25 თანამშრომელს გადასცეს, რომლებმაც მენეჯერობის უნარების ასამაღლებელი ტრენინგი, სულ ცოტა ხნის წინ გაიარეს.

 

მუნიციპალური სერვისების რეფორმების ფარგლებში მიმდინარე ტრენინგ-კურსები, რუსთავის მერიის 100-ზე მეტ თანამშრომელს უკვე გავლილი აქვს.

 

რეფორმების ცენტრის მიერ დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გადამზადება შშმ პირებთან ქცევის სტანდარტებზე, ასევე, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპების თანამშრომელთა გადამზადება – საგრანტო პროექტების წერის უნარებზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეფორმის ფარგლებში მოხდება სასახლის თანამშრომელთა გადამზადება.