პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

 

 

 

„კოლეგებო, დღეს სექტემბრის პირველი სამშაბათია და საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, X მოწვევის საქართველოს პარლამენტი ბოლო საშემოდგომო სესიაზე შეიკრიბა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

მიმდინარე სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომებზე, დეპუტატები „ამნისტიის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილავენ.