რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანის ათწლეულების პრობლემა გადაწყვეტილია

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანის ათწლეულების პრობლემა გადაწყვეტილია.

 

რუსთაველებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა შესრულდა. საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ, 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა.

 

რუსთავის ახალი ბრენდინგით გაფორმებული, 25 ავტობუსი, უკვე რუსთავშია და მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება.

 

შესრულებულია მოსახლეობის კიდევ ერთი თხოვნა, პირველივე მარშრუტი, რომელიც უკვე ხვალიდან გადაიყვანს მგზავრებს, ძველი რუსთავიდან, ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან, სპორტის სასახლის მიმდებარე ტეროტორიამდეა განსაზღვრული.

 

რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსები, დედაქალაქში ბასლაინის ხაზზე იმოძრავებენ, რაც თბილისში გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

 

ახალი მუნიციპალური ავტობუსების და მარშრუტების პრეზენტაცია რუსთაველებს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა და პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა წარუდგინა.