რუსთავის მერიამ, ქალაქის მოვლა- პატრონობისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა შეიძინა და ,,რუსთავსერვის ცენტრის” ტექნოპარკი განაახლა

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, რუსთავის მერიამ, ქალაქის მოვლა- პატრონობისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა შეიძინა და ,,რუსთავსერვის ცენტრის” ტექნოპარკი განაახლა.

 

ახალი ტექნიკის პრეზენტაციას, რომელიც მე-7 -მე-8 მიკრორაიონების ახლადრეაბილიტირებულ გზაზე მოეწყო, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ.

 

,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით უზრუნველყოფა, რუსთავის მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

რუსთავის მერიამ, ქალაქის დასუფთავებისა და მოვლა-პატრონობის გაუმჯობესების მიზნით, ,,რუსთავსერვის ცენტრისთვის” სამი ახალი ნაგავმზიდი, ათი ერთეული გზის დასასუფთავებელი მოწყობილობა – ხელის სვიპერი, ოთხი გზის გამწმენდი – მანქანა სვიპერი, ორი ქუჩის მოსარეცხი მანქანა, ამწეკალათა და ექსკავატორ-დამტვირთველი, ჯამში 21 ერთეული ახალი ტექნიკა შეიძინა.

 

ქუჩების საწმენდი მანქანების, ე.წ. სვიპერების შეძენის აუცილებლობა, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობამ განაპირობა.

ახალი სკვერების და რეკრეაციული სივრცეების მოვლა-პატრონობისთვის, კი შესაბამისი სარწყავი ტექნიკაა შეძენილი.

განახლდა დასუფთავების სამსახურის ტექნოპარკიც. ახალი ექსკავატორი და ამწე- კალათაა შეძენილი სხვადასხვა სახის სამუშაოს შესასრულებლად.