რუსთავის ცენტრალურ პარკში ივანე გულგედავას სკულპტურა ,,სიყვარული” განთავსდა

რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი კიდევ ერთი სკულპტურა რუსთავის ცენტრალურ პარკში განთავსდა.

 

,,სიყვარული” -ასეთი სახელწოდება აქვს რუსთაველი სკულპტორის, ივანე გულდედავას ნამუშევარს, რომელიც ნავით მოსეირნე წყვილს განასახიერებს.

თეთრი ეკლარის ქვით შესრულებული სკულპტურა, პარკის შესასვლელში, ტბასთან განთავსდა და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ბუნებრივი ტყე-პარკის ლანდშაფტს.

 

ქანდაკების მონტაჟის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად დაესწრნენ.

 

ივანე გულდედავას ,,სიყვარული” რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი-2024- ის ფარგლებში შექმნილი 14 ქანდაკებიდან მეორე სკულპტურაა, რომელიც რუსთავის ვიზუალურ პორტფოლიოს, კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

 

მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია, რუსთავში, მიმდინარე წლის ივნიში აღდგა და მასში ქართველ ხელოვანებთან ერთად, უცხოელი სკულპტორებიც იღებდნენ მონაწილეობას.

სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი დანარჩენი 12 ქანდაკება, ქალაქის სხვადასხვა უბანში, ეტაპობრივად განთავსდება.