საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის მომზადებული გუნდის მეტოქე ნიდერლანდების ასაკობრივი ნაკრებს ესტუმრება.

 

შეხვედრა ქალაქ ვენლოში, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება

 

რამაზ სვანაძის გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 13 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, რომელიც 10 სექტემბერს სტუმრად მოლდოვას დაუპირისპირდება. ჯგუფში პირველ ადგილს 24 ქულით ნიდერლანდები იკავებს.

 

2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდება 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი ექვსი მეორეადგილოსანი გუნდი, ერთმანეთში, წყვილად 2-მატჩიან პლეი-ოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზურიც ამ გზით გადანაწილდება.