ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან, ერთად ქალაქ ბოლნისში დიმა ლაზარეიშვილის ქუჩის გზის კეთილმოწყობის დასრულებული სამუშოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა 260 გრძივი მეტრი გზა, მოეწყო გარე განათების ქსელი და შეიცვალა საცხოვრებელი სახლების ჭიშკრები.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 690 000 ლარი შეადგინა.