ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი პარალიმპიადის ფინალშია

ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი პარალიმპიადის ფინალშია
პარიზის პარალიმპიადის ფინალში იასპარეზებს ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (73 კგ, კატეგორია J2). მან ნახევარფინალში ტოკიოს პარალიმპიადის ოქროს მედალოსანს უზბეკ უჩკუნ კურანბაევს სძლია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქალდანმა მეოთხედფინალში რუმინელი დანიელ ვარგოცკი დაამარცხა.
გიორგი ქალდანი ევროპის ორგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია. ის პარალიმპიადაზე მეორედ ასპარეზობს.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ხუთი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.