ქართველმა კარატისტებმა Open Masters 2024-ზე წარმატებით იასპარეზეს

ბაზელის კარატეს საერთაშორისო ტურნირზე – Open Masters 2024-ზე ქართველმა კარატისტებმა წარმატებით იასპარეზეს.

 

იუნიორებს შორის ტურნირის ჩემპიონი გახდა ნიკა გიგაური (+76კგ), დავით დავითურმა (იუნიორები, -61კგ), აკაკი ეზუგბაიამ (იუნიორები, აბსოლუტური კატეგორია) და დავით ტყებუჩავამ (უფროსები, -60 კგ) კი ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულეს.

 

აღსანიშნავია, რომ ქართველი კარატისტებმა ბაზელის კარატეს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიიღეს.