ქართველმა პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა პარალიმპიადა გამარჯვებით დაიწყო

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოს ორთაბრძოლები დაიწყო. საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებიდან პირველი ზურაბ ზურაბიანი (-60კგ, კატეგორია J2) ასპარეზობას.
მეოთხედფინალში მან ჩილელი იოხან ერერა დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ზურაბ ზურაბიანი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ის პარალიმპიადაზე მეორედ ასპარეზობს.
ამ დროისთვის საქართველოს პარალიმპიადის ოთხი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით
მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.