„შემოიარე საქართველო“ 2024 დასრულდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ყველაზე ახალგაზრდულმა პროექტმა „შემოიარე საქართველო“ 2024 წლის ექსკურსია-ლაშქრობები დასავლეთ საქართველოში – შავი ზღვის მისადგომებთან დაასრულა.
პროექტი, რომელიც უკვე მეცხრე წელია წარმატებით ხორციელდება, მიზნად ისახავს რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს ისტორიული მხარეები მოინახულონ და ქართული კულტურა შეიმეცნონ.
გარდა ამისა, ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება თავიანთი უნარები და შესაძლებლობები თავისუფლად წარმოაჩინონ და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.
2024 წლის „შემოიარე საქართველო“ 2 ივნისს, ფშავის არაგვში ჯომარდობით დაიწყო, შემდეგ იყო სამცხე-ჯავახეთი, ყაზბეგი-ჯუთა, ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ბოლოს კი შეკვეთილი და მტირალას მთა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ყოველწლიურად ასობით გარდაბნელი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობა