13 სექტემბერს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს 10:30-
დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
რუსთავში მეგობრობის, კლდიაშვილის, მესხიშვილის და თოდრიას ქუჩებზე
არსებული კორპუსების ნაწილს, აგრეთვე ავერსის კლინიკას;

10:30-დან 11:10 საათამდე და 16:45-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში
მარჯანიშვილის, კლდიაშვილის, თოდრიას, 9 ძმის და მიმდებარე ქუჩებზე
არსებული კორპუსების ნაწილს;

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, ლესელიძის, სიხნოს, ვაჟა-ფშაველას
და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ახმეტელის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული
კორპუსების ნაწილს;

12:10-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში დიდი ლილო, ორხევი, ვარკეთილის მეურნეობა და
მიმდებარე ტერიტორია.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.