17 სექტემბერს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს 12:00-
დან 17:05 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, ნაზარლო, აზიზბეკოვი და მიმდებარე
სოფლებში, აგრეთვე გარდაბანში;

12:00-დან 12:05 საათამდე და 17:00-დან 17:05 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კაპანახჩი,
ლელაშხა, აზიზბეკოვი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ბედიანი, დიდი კლდეისი, ხრამჰესი
და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მარნეულლის რაიონის სოფლებში წერეთელი, ნიზამი და მიმდებარე
ტერიტორიაზე, აგრეთვე მარნეულში;

12:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში სამგორის, ჯავახიშვილის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე
არსებული კორპუსების ნაწილს;

13:05-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში;

15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ვაშლოვანი, ღოუბანი,
ბორბალო, ერტისი და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების
თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.