ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 09:00-
დან 13:10 საათამდე 10 წუთიანი ინტერვალით ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის,
მესხიშვილის, ახმეტელის, მელიქიშვილის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე
არსებული კორპუსების ნაწილს;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს
ბოლნისში აღმაშენებლის, ბარათაშვილის, ერეკლე მეფის, გოგებაშვილის,
ივერიელის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს
თბილისის მუნიციპალიტეტში და გარდაბნის რაიონის სოფლებში ვარკეთილის
მეურნეობაში, დიდ და პატარა ლილოში, ქვიშიანში და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფელ იმერაში.
სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება
ჩვეულ რეჟიმში.