ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს 11:00-
დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
დმანისის რაიონის სოფლებში იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი,
საჯა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, 9 ძმა ხერხეულიძის, კლდიაშვილის, ახალგაზრდული
პარკის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 11:00-დან
19:00 საათამდე აბონენტებს გამარჯვებაში;
11:00-დან 19:00 საათამდე
აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელბში სართიჭალა, მარტყოფი, დიდი
ლილო, ლოჭინის ხევი, თელეთი, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი,
ლეჟბადინი, კესალო, ქურთლიარი, კირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბონისის რაიონის სოფლებში თამარისი,
არქევანი, ცურტავი, ახალი დიოკნისი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების
დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.