გარდაბანში ,,ახალაგზრდული ფესტივალი 2024-ის” ფარგლებში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების საზეიმო წარდგენა გაიმართა

გარდაბანში ,,ახალაგზრდული ფესტივალი 2024-ის” ფარგლებში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების საზეიმო წარდგენა გაიმართა.

2023-2024 სასწავლო წლის საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ადგილობროვმა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

აღსანიშნავია,რომ ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება, დავით კარგარეთელის ინიციატივით, უკვე მეორე წელია იმართება.

ასევე სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროს და ვერცხლის მედალოსნებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო და ინდივიდუალური მიიღეს.