ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 220 ბავშვს სასკოლო ნივთები გადაეცა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯაბა დვალიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა სამირ ხიალოვმა, ზაზა ონიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელებმა ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საჩუქრები პირადად გადასცეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში სასკოლო ნივთები გადაეცათ შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებს:
- საჯარო სკოლებში ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს (მე-6 კლასის ჩათვლით);
- სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს,
რომელთაც ჰყავთ სკოლის მოსწავლე 6-12 წლის ჩათვლით შვილები;
- სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს;
- „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარებს;
- დედ-მამით ობოლ ბავშვებს (6-12 წლის ჩათვლით).