გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 1 ოქტომბერს ქალაქ გარდაბანში სპორტის კვირეული გაიმართება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 1 ოქტომბერს ქალაქ გარდაბანში სპორტის კვირეული გაიმართება.

კვირეულის ფარგლებში შეჯიბრი ჩატარდება მინი ფეხბურთში,რომელში მონაწილეობაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ან რეგისტრირებულ პირებს 15 წლიდან შეუძლიათ,

სპორტული კვირეულის მიზანია სპორტის მასობრიობის გაზრდა, განვითარება და პოპულარიზაცია,ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრება,ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების აღმოჩენა და მათი წახალისება.

გამარჯვებულ გუნდებს ფულადი პრიზები,სიგელები და მედლები გადაცემათ