მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი გარდაიცვალა

55 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი. ინფორმაციას მსახიობის ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მსახიობი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ზურაბ ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.

თეატრალური სპექტაკლების გარდა, ზურაბ ბერიკაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში.