ნიუ-იორკში ცნობილი რეპერი ,,Diddy” დააპატიმრეს

ცნობილი ამერიკელი რეპერი შონ „დიდი“ კომბსი ნიუ-იორკში დააპატიმრეს.

BBC-ს ცნობით რეპერი მანჰეტენში დააკავეს, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არ დაუზუსტებია რა ბრალდება წაუყენეს შემსრულებელს.

მანამდე, მარტში პოლიციამ სექს-ტრეფიკინგის საქმის ფარგლებში კომბსის ორ სახლში ლოს-ანჯელესსა და მაიამიში ჩხრეკა ჩაატარა, რამდენიმე ქალმა, მათ შორის ყოფილმა პარტნიორმა კასანდრა ვენტურამ კი რეპერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

კომბსის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი უდანაშაულოა და ის პოლიციის ქმედებებით იმედგაცრუებულია.