რუსთავში, აფხაზეთის ახალ ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც ახლახან დასრულდა, გამწვანების აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში, 40 ძირი არყის ხე დაირგო. გამწვანების აქციაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, ახალგაზრდებთან და ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
აფხაზეთის და ლომოური-აფხაზეთის დამაკავშირებელი გზების სრული რეაბილიტაცია ახლახან დასრულდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე, სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.
პროექტის თანახმად, აღნიშნულ ქუჩებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო მწვანე სივრცეები, სანიაღვრე ქსელი, გაკეთდება ველობილიკები, ტროტუარები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. საგზაო სამუშაოების პარალელურად, კომპანია GWP-იმ აფხაზეთის ქუჩაზე 500 მმ დიამეტრის მაგისტრალური წყალსადენი შეცვალა, მოეწყო ახალი წყალარინების ქსელი და ჩამკეტი ურდულები. ბუნებრივი აირისა და ელექტროკომუნიკაციები მოეწყო მიწისქვეშ.
პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო 500 მმ დიამეტრის კოლექტორი.