საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსთავში კიდევ ერთ ქუჩაზე დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, თოდრიას ქუჩაზე არსებული მოედნიდან კაპანაძის ქუჩის გადაკვეთამდე, 10 000 მ2. ფართობზე, ასფალტ- ბეტონის ახალი საფარი მოეწყობა. განახლდება არსებული მოედნები, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე არხებს, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ახალი გაჩერებები, რაც ამ ქუჩაზე გადაადგილებას, კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის მოსახლეობისთვის.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი გაეცნენ.
პროექტი, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება1 047 007 ლარია.
მიმდინარე წლის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, სხვადასხვა სახის სამუშაო, რუსთავში უკვე 39 ლოკაციაზეა დასრულებული და 8 მისამართზე მიმდინარეობს.