საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა.
ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება უკვე დაწყებულია.
პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა კი 6 ოქტომბერია.