ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი გივიშვილმა – ოქროს, ნოდარ კობალაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პერუში გამართულ ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა გიორგი გივიშვილმა (-66 კგ) იზეიმა, ტურნირი მესამე ადგილზე კი ნოდარ კობალაძემ (+90 კგ) დაასრულა.

 

გიორგი გივიშვილმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულახ პარჩიევს სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი ნოდარ კობალაძემ ფრანგი ჟან პასკალ ბი გოლი და კოსტა დაამარცხა.